კინო სიახლეები
08 Feb
ჰიროკაძუ კორეედას AI ფილმის, „ცხვარი ყუთში“, პირველი თიზერ-ტრეილერი
იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას ახალი ფილმის, „ცხვარი ყუთში“, თიზერ-ტრეილერი გამოქვეყნდა. ფილმი იკვლევს ხელოვნური ინტელექტის თემას და დაკარგული საყვარელი ადამიანების ტექნოლოგიური აღდგენის იდეას, ოჯახის ისტორიის ფონზე. მისი პრემიერა 2026 წლის კანის კინოფესტივალზეა მოსალოდნელი, ხოლო იაპონურ კინოთეატრებში 29 მაისიდან გამოვა.