კინო სიახლეები
09 Feb
ბენედიქტ კამბერბეტჩი ახალ თრილერში „უკანასკნელი ფრენა“ ითამაშებს, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება
მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი ახალ, დაძაბულ თრილერში „უკანასკნელი ფრენა“ (Last Flight) მიიღებს მონაწილეობას. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და ამერიკელ კირკ ჯონსონზე მოგვითხრობს, რომელიც ერაყიდან და ავღანეთიდან დევნილებს გაქცევაში ეხმარებოდა. კამბერბეტჩი კირკ ჯონსონის როლს შეასრულებს, რომელიც ავღანელი ახალგაზრდის უკანასკნელი იმედი ხდება ოჯახის გადასარჩენად ომის ბოლო დღეებში. ფილმის რეჟისორია ბაბაქ ანვარი, ხოლო სცენარი რეალური კირკ უოლეს ჯონსონის მიერ დაიწერა.