კინო
09 Feb
დევიდ ფინჩერის სპინ-ოფის „კლიფ ბუთის თავგადასავალი“ ტრეილერის დებიუტი სუპერ ბოულზე შედგა
Netflix-მა სუპერ ბოულზე წარმოადგინა დევიდ ფინჩერის ახალი სპინ-ოფის, „კლიფ ბუთის თავგადასავალი“, 60-წამიანი სატელევიზიო ტრეილერი, რომლის გადაღებებიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფილმში ბრედ პიტი კვლავ ასრულებს კლიფ ბუთის როლს კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“-დან. მოქმედება ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ ვითარდება და მოგვითხრობს კლიფზე, რომელიც ინდუსტრიის ბნელ მხარეში „პრობლემების გადამწყვეტად“ მუშაობს.