კინო
27 Feb
Backrooms: ცნობილი სტუდიების საშინელებათა პროექტის თიზერი გამოვიდა, პრემიერა 29 მაისს
სამი წლის წინ დაანონსებული ფილმი „Backrooms“, რომელზეც A24, Atomic Monster, 21 Laps და Chernin Entertainment ერთად მუშაობენ, კინოთეატრებში 29 მაისს გამოვა. დღეს პროექტის პირველი თიზერ-ტრეილერი გავრცელდა. რეჟისორი 20 წლის კეინ პარსონია, ხოლო მსახიობთა გუნდს ჩივეტელ ეჯიოფორი, რენატე რეინსვე და მარკ დიუპლასი ხელმძღვანელობენ. ფილმი ვირუსულ ვიდეოებზეა დაფუძნებული და სამეცნიერო ფანტასტიკის ჰორორის ჟანრს მიეკუთვნება.