კინო
20 Feb
„მებრძოლთა კლუბი“ 4K რესტავრაციითა და კინოთეატრებში ბრუნდება
დევიდ ფინჩერის საკულტო კლასიკა „მებრძოლთა კლუბი“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 4K Ultra HD რესტავრაციას განიცდის და 22 აპრილს ერთჯერადად კინოთეატრებში ბრუნდება. 15 მაისიდან ის სახლის მედიაზე (Steelbook, ციფრული პლატფორმები) იქნება ხელმისაწვდომი, ასევე გამოვა საიუბილეო არტ-წიგნი ექსკლუზიური მასალებით.