„God of War: Sons of Sparta“ მოულოდნელად გამოვიდა PlayStation-ზე: კრატოსის წარმოშობის ისტორია 2D სტილში
PlayStation-ის ბოლო State of Play-ზე უამრავი საინტერესო სიახლე იყო წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე ამაღელვებელი God of War სერიის ორი ახალი პროექტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ God of War ტრილოგიის გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, სტუდიამ ასევე მოულოდნელად გამოუშვა სპინ-ოფი „God of War: Sons of Sparta“, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია PlayStation 5-ზე და მოგვითხრობს კრატოსის ადრეულ წლებზე 2D საიდ-სქროლინგის ჟანრში, 2-მოთამაშისთვის განკუთვნილი კოოპერატივით.