კინო
27 Feb
„A Contracorriente Films“ ესპანეთში თრილერ „საათი და ოცი წუთის“ დისტრიბუციას განახორციელებს
ესპანურმა სადისტრიბუციო კომპანია „A Contracorriente Films“-მა შეიძინა მ.ა. რომეროს თრილერ „საათი და ოცი წუთის“ („Hora y veinte“) ესპანეთის სადისტრიბუციო უფლებები. ფილმის მსოფლიო პრემიერა მალაგას ფესტივალზე 12 მარტს გაიმართება. კომპანია ასევე ჩაერთო ფილმის საერთაშორისო გაყიდვებში. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული სიუჟეტი მოგვითხრობს დედაზე, რომლის ექვსი წლის ვაჟიც შობის ღამეს სავაჭრო ცენტრში ქრება.