კომიქსები
07 Feb
ალექს როსი „მარველს“ ახალი გრაფიკული რომანით „Marvel Dimensions“ უბრუნდება
ცნობილი კომიქსების მხატვარი ალექს როსი „მარველს“ ახალი, 112-გვერდიანი გრაფიკული რომანით „Marvel Dimensions“ უბრუნდება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გამოიცემა. როსის მიერ დაწერილ და ილუსტრირებულ წიგნში, რომელიც „გიჟურ თავგადასავლად“ არის აღწერილი, მკითხველი მარველის საკულტო პერსონაჟების ისტორიებს ხელახლა გაეცნობა, 200-ზე მეტ ახალ გმირს შეხვდება და დატრიალდება მოულოდნელი ამბები, რომელთაც მთელ მარველის სამყაროზე ექნებათ გავლენა.