კინო
10 Feb
A24-მა ახალი ეროტიკული თრილერის უფლებები მოიპოვა, მთავარი როლისთვის ნიკოლ კიდმანს განიხილავენ
კინოკომპანია A24-მა ინტენსიური სატენდერო ომის შემდეგ დილან ბრეიდის ახალი ეროტიკული თრილერის სცენარი შეიძინა. ფილმის მთავარი როლისთვის ნიკოლ კიდმანი განიხილება, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება A24-თან ეროტიკული თრილერის ჟანრში. სცენარი, რომელიც თავდაპირველად „დისკრეცია“ ერქვა, ჟანრზე ქვიარ პერსპექტივას გვთავაზობს, რაც ტრადიციულ ნორმებს არღვევს.