კინო/ტელევიზია
08 Feb
ჯო ლოკის ახალი ფილმი „Black Church Bay“ ეკრანებზე 2026 წელს გამოვა
პოპულარული სერიალის „Heartstopper“-ის ვარსკვლავი ჯო ლოკი 2026 წელს ახალი კინოპროექტით „Black Church Bay“ წარდგება მაყურებლის წინაშე. ფილმი, რომელშიც ლოკთან ერთად ტომ კალენიც მონაწილეობს, მისტიური დრამაა და რეჟისორ რაის მარკ ჯონსის სრულმეტრაჟიანი დებიუტია. Vertigo Releasing-მა უკვე შეიძინა მისი გავრცელების უფლებები დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ხოლო მისი კინოთეატრებში გამოსვლა 2026 წელს იგეგმება. ამასთან, წელს Netflix-ზე „Heartstopper Forever“ გამოვა, რითაც სერიალი დასრულდება.