კინო
10 Feb
ნიკ ჯონასი ახალ სამოქმედო თრილერში „Bodyman“ ითამაშებს, რომელსაც ბერლინის კინობაზრობაზე წარადგენენ
მომღერალი და მსახიობი ნიკ ჯონასი ახალ სამოქმედო თრილერში „Bodyman“ მთავარ როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორი გარი ფლედერია, პროექტს კი ამ კვირაში ბერლინის ევროპულ კინობაზრობაზე წარუდგენენ მყიდველებს. ფილმი მოგვითხრობს ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, რომელიც მას შემდეგ იწყება, რაც ექსცენტრიკული მილიარდერი თავისი კომპანიის კონტროლს პირად მცველს გადასცემს.