კინო და ტელევიზია
13 Feb
ჩაკი ბრუნდება: სერიალის გაუქმების მიუხედავად, ახალი Child’s Play ფილმი მუშავდება
„ჩაკის“ სატელევიზიო სერიალის გაუქმებიდან ორი წლის შემდეგ, ფრენჩაიზის ვარსკვლავი ჯენიფერ ტილი ადასტურებს, რომ „Child’s Play“-ის სამყარო ახალი კონტენტით გაფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მეოთხე სეზონი არ იგეგმება, შემქმნელი დონ მანჩინი ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობს. გაუქმების მიზეზად პოპულარობის ვარდნა კი არა, საბიუჯეტო საკითხები დასახელდა.