კინო
22 Feb
ბერლინალეს „Crystal Bear“ მექსიკურ დრამა „Sad Girlz“-ს გადაეცა
მექსიკელი რეჟისორის, ფერნანდა ტოვარის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „Sad Girlz“ (Chicas Tristes) ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „Generation 14plus“ სექციაში საუკეთესო ფილმისთვის „Crystal Bear“-ის ჯილდო მოიპოვა. ფილმი მოგვითხრობს ორი მოცურავე მეგობრის, პაულასა და ლა მაესტრას, ისტორიას, რომელთა ურთიერთობა სერიოზულ გამოცდას გადის სექსუალური ძალადობის ინციდენტის შემდეგ. საერთაშორისო და ახალგაზრდულმა ჟიურიმ ფილმი მისი ღრმა ემოციური გზავნილისა და სოციალური თემის გაშუქებისთვის აღნიშნა.