კინოინდუსტრია
20 Feb
ნეონი Department M-ს მნიშვნელოვან წილს მიჰყიდის
The Wrap-ის ცნობით, კინოკომპანია Neon-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს Department M-სთვის მნიშვნელოვანი წილის მიყიდვის შესახებ, რომელსაც კერძო ინვესტორების კონსორციუმი უჭერს მხარს. 2019 წელს ოსკაროსანი „პარაზიტის“ დისტრიბუციის შემდეგ, Neon-მა თავი აშშ-ში საერთაშორისო კინოს წამყვან დისტრიბუტორად დაიმკვიდრა. კომპანია ასევე ცნობილია ოსკარის ნომინანტი ფილმების დისტრიბუციით და ცოტა ხნის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი შეიძინა.