თამაშები
22 Feb
Pokémon Dreamstone Mysteries: როდესაც ფან-პროექტი ოფიციალურ თამაშებს სჯობნის
ბოლო პერიოდში ოფიციალური პოკემონის თამაშები ხშირად აწყდება კრიტიკას ოპტიმიზაციისა და ინოვაციის ნაკლებობის გამო, თუმცა ფანების მიერ შექმნილი პროექტები, განსაკუთრებით კი „Pokémon Dreamstone Mysteries“, დიდ მოწონებას იმსახურებს. „Pokémon Emerald“-ზე დაფუძნებული ეს ROM ჰაკი გამოირჩევა ჩამთრევი სიუჟეტით, პოკედექსის შესანიშნავი იმპლემენტაციით, მრავალფეროვანი პერსონაჟებითა და შთამბეჭდავი ქვესტებით, რაც მას დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო არაოფიციალურ პოკემონის პროექტად აქცევს.