თამაშები
08 Feb
Fallout-ისა და Valheim-ის შერწყმა? გამოსცადეთ ახალი RPG „Road to Vostok“ უფასოდ Steam-ზე!
„Road to Vostok“ არის ახალი პირველი პირის გადარჩენის RPG თამაში, რომელიც შთაგონებულია Fallout-ის, Valheim-ისა და Escape from Tarkov-ის ელემენტებით. ის გთავაზობთ პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს, რეალისტურ მექანიკას, ბაზის აშენებასა და „permadeath“ სისტემას. Steam-ზე უკვე ხელმისაწვდომია უფასო დემო ვერსია, რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ თამაში 7 აპრილის ოფიციალურ გამოშვებამდე.