კინო
13 Feb
Evil Dead 7-ს ოფიციალური სათაური მიენიჭა: Evil Dead: Wrath
კინოფრენჩაიზის Evil Dead მეშვიდე ფილმს ოფიციალური სათაური მიენიჭა: Evil Dead: Wrath. ფილმის გადაღებები ამ თვეში, ოკლენდში დაიწყება. რეჟისორია ფრენსის გალუპი, ხოლო პროდიუსერები არიან სემ რაიმი და ბრიუს კემპბელი. სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ Evil Dead Burn, რომლის რეჟისორიც სებასტიან ვანიჩეკია, 2026 წლის 24 ივლისს გამოვა Warner Bros. Pictures-ისგან.