კინო
12 Feb
მაიკლ ზელნიკერის დოკუმენტური სერიალი „ბრძოლა დედა წყლისთვის“ „ბერლინალეს“ რჩეულთა შორის მოხვდა
კანადელი კინორეჟისორის, მაიკლ ზელნიკერის, რვა ეპიზოდიანი დოკუმენტური სერიალი „ბრძოლა დედა წყლისთვის“, რომელიც გლობალურ წყლის კრიზისს ეხება, „ბერლინალეს სერიების ბაზრის რჩეულთა“ პროგრამაში მოხვდა. მონრეალის დისტრიბუტორმა „ფილმოფშენმა“ სერიალის მსოფლიო უფლებები შეიძინა. ზელნიკერი, რომელიც 21 ქვეყანაში იმოგზაურა სერიალის გადასაღებად, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ქალები წყლის დაცვის ბრძოლას, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის 25%-ზე მეტს არ აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე