ჯეისონ მომოა „Helldivers“-ის კინოადაპტაციას უერთდება, რეჟისორი ჯასტინ ლინი იქნება
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ Arrowhead Game Studios-ის პოპულარული შუტერის, „Helldivers“-ის ფართოეკრანიან ადაპტაციას ჯასტინ ლინი გადაიღებდა. ამ პროექტმა ახლა უკვე მთავარი როლის შემსრულებელიც იპოვა. THR-ის ცნობით, ჯეისონ მომოამ კონტრაქტს ხელი მოაწერა, თუმცა მისი როლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფილმი მოგვითხრობს ელიტარული ჯარისკაცების (Helldivers) შესახებ, რომლებიც ებრძვიან უცხოპლანეტელ არსებებს, რომლებიც Super Earth-ის განადგურებით იმუქრებიან. პრემიერა 2027 წლის 10 ნოემბერს შედგება.