თამაშები
26 Feb
Final Fantasy IX: House Grooves აპრილში გამოდის, რიმეიქის იმედი კი კვლავ ბუნდოვანია
Square Enix-მა მოულოდნელად დააანონსა Final Fantasy IX-ის ახალი მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით „House Grooves“, რომელიც აპრილში გამოვა. ეს არის ცნობილი თამაშის საუნდტრეკების House-ვერსიები, რომლებსაც თანამედროვე არტისტები ქმნიან. მიუხედავად ამ სიახლისა, ფანებში კვლავ მძაფრად დგას კითხვა თამაშის ოფიციალური რიმეიქის შესახებ, რომლის შესახებაც წლებია ჭორები ვრცელდება, თუმცა Square Enix-ს მისი დაანონსება არ უჩქარია.