თამაშები
11 Feb
Steam-ზე სრულიად უფასო თამაში „In My Bubble“ გამოვიდა
Steam-ზე სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი ახალი 3D სამოქმედო-სათავგადასავლო პლატფორმერი „In My Bubble“. თამაშში თქვენ ბავშვის როლში სიზმრების სამყაროს ცხვრებს სიბნელისგან ბუშტების ძალის მეშვეობით უნდა გადაარჩინოთ. „Juicy House“-ის მიერ შექმნილმა თამაშმა დადებითი შეფასებები უკვე დაიმსახურა და პლატფორმერების ჟანრის მოყვარულთათვის საინტერესო აღმოჩენა იქნება.