Marvel's Wolverine-ის PC ვერსიას საფრთხე ემუქრება? Sony-ს ახალი სტრატეგიის დეტალები
Insomniac Games-მა მიმდინარე წელს Marvel's Wolverine-ის გამოსვლის თარიღი დაადასტურა, რამაც თამაშის ფანებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. თუმცა, გავრცელებული ცნობების თანახმად, Sony, შესაძლოა, უარს ამბობდეს ერთმოთამაშიანი თამაშების PC ვერსიებზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს Wolverine-ის კომპიუტერზე გამოშვებას და PC მოთამაშეების დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ეს სტრატეგიული ცვლილება შესაძლოა, მომავალ PlayStation ექსკლუზივებზეც აისახოს.