კინო სიახლეები
08 Feb
J.A. Bayona-ს პროდიუსერობით შექმნილი საშინელებათა თრილერი „შეშლილი მოხუცი ქალი“ Shudder-ზე გამოდის
რეჟისორ J.A. Bayona-ს („ობოლთა თავშესაფარი“) პროდიუსერობით შექმნილი ესპანურენოვანი საშინელებათა თრილერი „შეშლილი მოხუცი ქალი“ (Crazy Old Lady) Shudder-ზე, 27 თებერვალს გამოვა. ფილმი მოგვითხრობს პედროს შესახებ, რომელიც ყოფილი შეყვარებულის თხოვნით მის ხანში შესულ დედას, ალისიას, უვლის, რაც მალე კოშმარად იქცევა. სურათმა „ფანტასტიკ ფესტზე“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.