კინო
14 Feb
ჯეისონ სტეტჰემი ახალ კომედიურ ექშენში "Jason Statham Stole My Bike" საკუთარ თავს განასახიერებს
ექშენის ვარსკვლავი ჯეისონ სტეტჰემი რეჟისორ დევიდ ლიჩის ახალ მაღალბიუჯეტიან კომედიურ ექშენში, სახელწოდებით "Jason Statham Stole My Bike", საკუთარ თავს განასახიერებს. ფილმის გადაღებები მაისში დაიწყება, ბიუჯეტი 80 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და მასში მრავალი ფართომასშტაბიანი ექშენ-სცენა იქნება წარმოდგენილი.