კინო
10 Feb
ნიკ ჯონასი ჰოლივუდს ახალი სამოქმედო თრილერით „ბოდიმენი“ უბრუნდება
მომღერალი და მსახიობი ნიკ ჯონასი ახალ მთავარ როლს შეასრულებს სამოქმედო თრილერში „ბოდიმენი“, რომლის გაყიდვებიც ევროპის კინობაზრობაზე ამ კვირაში დაიწყება. ფილმის რეჟისორი გარი ფლედერია, სცენარის ავტორი კი ბაირონ ბალასკო. გადაღებები ივნისში დაიწყება. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ძალაუფლებისთვის სასტიკ ბრძოლაზე, რომელიც იწყება მას შემდეგ, რაც ექსცენტრიული მილიარდერი თავის მემკვიდრეობას, კერძო სამხედრო კომპანიას, საკუთარი შვილების ნაცვლად, თავის ბოდიგარდს (ჯონასი) გადაუფორმებს.