კინო და ტელევიზია
17 Feb
A24-მა „ტეხასის ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით“ შეიძინა: გლენ პაუელი პროდიუსერობასთან ერთად შესაძლოა მთავარ როლსაც შეასრულებს
ცნობილი გახდა, რომ A24-მა საკულტო ჰორორ ფრენჩაიზის „ტეხასის ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით“ (The Texas Chainsaw Massacre) უფლებები მოიპოვა, გეგმავს როგორც სატელევიზიო სერიალს, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმს. პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერად დაინიშნა გლენ პაუელი, რომელიც არ გამორიცხავს სერიალში მონაწილეობასაც. მსახიობი აღნიშნავს, რომ „ტეხასის ხოცვა-ჟლეტა“ ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ჰორორ ფილმია და ჟანრი განსაზღვრა.