კინო
12 Feb
რომან გრიფინ დევისი პოლონური სტუდია Lightcraft-ის ანიმაციურ ფილმ „Wonderland“-ის წამყვან როლს გაახმოვანებს
ფილმ „ჯოჯო კურდღლის“ ვარსკვლავი რომან გრიფინ დევისი პოლონური სტუდია Lightcraft-ის ახალ 3D ანიმაციურ ფილმ „Wonderland“-ში მთავარ როლს, 12 წლის ჯეიკს გაახმოვანებს. მსახიობი მედს მიკელსენთან ერთად იმუშავებს. ფილმის მსოფლიო გაყიდვებს Kinostar უზრუნველყოფს, ხოლო სურათის პრეზენტაცია ბერლინის ევროპის კინობაზრობაზე გაიმართება. ფილმის გამოსვლა 2026 წელს იგეგმება.