A24-მა სოფია კოპოლას მარკ ჯეიკობსის შესახებ დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა
კინოკომპანია A24-მა გამოაქვეყნა სოფია კოპოლას მომავალი დოკუმენტური ფილმის „მარკი სოფიასგან“ (Marc by Sofia) პირველი თრეილერი, რომელიც ცნობილ მოდის დიზაინერ მარკ ჯეიკობსს ეძღვნება. ფილმი ინტიმურ ჭრილში ასახავს ჯეიკობსის ცხოვრებასა და კარიერას. მისი პრემიერა 2026 წლის მარტში შედგება.