გართობა
07 Feb
Apple TV+-მა ანია ტეილორ-ჯოის მონაწილეობით ახალი სერიალის „იღბლიანი“ თიზერი გამოუშვა
Apple TV+-მა წარმოადგინა მომავალი სამოქმედო სერიალის „იღბლიანი“ (Lucky) პირველი თიზერ ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს „ლაზიერის გამბიტის“ შემდეგ პირველად სერიალში ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს. ვარსკვლავურ შემადგენლობაში ასევე შედიან ანეტ ბენინგი, ტიმოთი ოლიფანტი, ანჟანუ ელის ტეილორი და დრიუ სტარკი. სერიალი, რომელიც დაფუძნებულია მარისა სტეპლის New York Times-ის ბესტსელერ რომანზე, ჯონათან ტროპერმა ადაპტირა და მისი აღმასრულებელი პროდიუსერი რიზ უიზერსპუნია. პრემიერა 15 ივლისს შედგება.