სერიალები
27 Feb
მიშელ პფაიფერი ტელეეკრანებს უბრუნდება: ოსკაროსანი მსახიობი ორ ახალ სერიალში
სამგზის ოსკარის ნომინანტი მიშელ პფაიფერი 2026 წელს ტელეეკრანებს ორი ახალი პროექტით უბრუნდება. მსახიობი Paramount+-ის Yellowstone-ის სპინ-ოფში, „The Madison“-ში კურტ რასელთან ერთად ითამაშებს. ამასთან, ის Apple TV+-ის ვარსკვლავურ სერიალში „Margo's Got Money Troubles“ გამოჩნდება, რომელიც მისმა მეუღლემ, დევიდ ი. კელიმ შექმნა. ეს მათი პირველი ერთობლივი პროექტია 32-წლიანი ქორწინების განმავლობაში. სერიალში ასევე მონაწილეობენ ელ ფენინგი, ნიკოლ კიდმანი, გრეგ კინერი და ნიკ ოფერმანი.