კინო და ტელევიზია
08 Feb
ალან რიჩსონი: Prime Video-ს ახალი ლიდერი და ნეთფლიქსის ამბიციური პროექტი
ალან რიჩსონი სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს სტრიმინგ პლატფორმებზე. მისი ფილმი „Playdate“, მიუხედავად არაერთგვაროვანი შეფასებებისა, კვლავ Prime Video-ს ჩარტებში ლიდერობს, მან ჯეისონ სტეტჰემის „მეგ 2“-საც კი გადაუსწრო. პარალელურად, მსახიობი ემზადება ნეთფლიქსის ახალი, მასშტაბური სამეცნიერო-ფანტასტიკური ეპოსისთვის, „War Machine“, რომლის პრემიერაც 6 მარტსაა დაგეგმილი.