მედია და ტექნოლოგიები
15 Feb
Disney და Paramount ByteDance-ს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებში ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ გამოყენებას ედავებიან
კინოკომპანია Paramount Skydance-მა და Disney-მ ჩინურ ინტერნეტგიგანტ ByteDance-ს, კუთვნილი Seedance ვიდეო და Seedream სურათების გენერაციული AI პლატფორმების მეშვეობით, მათი ინტელექტუალური საკუთრების უხეშ დარღვევაში დასდეს ბრალი. კომპანიებმა ByteDance-ს სამართლებრივი მოთხოვნები გაუგზავნეს, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საავტორო უფლებებით დაცული პერსონაჟებისა და კონტენტის უკანონო გამოყენება.