ანიმე სიახლეები
27 Feb
WIT Studio-მ „ტიტანების შეტევის“ სამყაროსთან დაკავშირებით იდუმალი მესიჯი გაავრცელა
მიუხედავად იმისა, რომ „ტიტანების შეტევის“ (Attack on Titan) ანიმე დასრულდა, WIT Studio-მ, სერიალის ადრეული სეზონების შემქმნელმა, ახალი ვიზუალი გამოაქვეყნა პერსონაჟებით ოფიციალურ სამოსში და იდუმალი წარწერით „მალე გამოვა“. ამან ფანებში მყისიერად გააჩინა სპეკულაციები ფრენჩაიზთან დაკავშირებით ახალი პროექტის ან თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ.