ჯეისონ მომოა Sony-ს „ჰელდაივერსის“ ეკრანიზაციას უხელმძღვანელებს: ცნობილია პრემიერა და რეჟისორი
მსახიობი ჯეისონ მომოა პოპულარული ვიდეოთამაშის, „ჰელდაივერსის“ კინოადაპტაციაში მთავარ როლს შეასრულებს. Sony-ს პროექტს PlayStation Productions აწარმოებს, ხოლო რეჟისორის სკამს „ფორსაჟის“ ვეტერანი ჯასტინ ლინი დაიკავებს. ფილმის პრემიერა 2027 წლის 10 ნოემბერსაა დაგეგმილი. „ჰელდაივერსის“ თამაში დიდწილად „ვარსკვლავური დესანტის“ გავლენას განიცდის და მოთამაშეებს გალაქტიკის უცხოპლანეტელი საფრთხისგან დაცვაში აერთიანებს.