გასართობი
16 Feb
სერიალი „უკანასკნელი სამეფო“ Netflix-ის პლატფორმას ეტაპობრივად ტოვებს
პოპულარული ისტორიული დრამა „უკანასკნელი სამეფო“ (The Last Kingdom) Netflix-ის პლატფორმას 2026 წლიდან ეტაპობრივად დატოვებს. ეს ცვლილება ლიცენზირების ხანგრძლივ შეთანხმებებს უკავშირდება, რის გამოც სერიალი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს გახდება მიუწვდომელი. სერიალის უფლებები საბოლოოდ NBCUniversal International Studios-ს გადაეცემა, სავარაუდოდ, სერიალი მომავალში Peacock-ზე ან სხვა პლატფორმაზე გამოჩნდება.