კინო
12 Feb
WestEnd Films-მა რეიჩელ როუზის სადებიუტო ფილმის „უკანასკნელი დღე“ საერთაშორისო უფლებები შეიძინა – მთავარ როლებში ალისია ვიკანდერი და ვაგნერ მურა
კინოკომპანია WestEnd Films-მა რეჟისორ რეიჩელ როუზის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის „უკანასკნელი დღე“ საერთაშორისო გაყიდვების უფლებები შეიძინა. ფილმში, რომელიც ვირჯინია ვულფის „მისის დელოუეის“ შთაგონებით შეიქმნა და დედობისა და იდენტობის თემებს იკვლევს, მთავარ როლებს ოსკაროსანი ალისია ვიკანდერი, ოსკარის ნომინანტი ვაგნერ მურა და ვიქტორია პედრეტი ასრულებენ. ფილმის პროდიუსერები არიან ოსკარის ნომინანტები კრისტინ ვაშონი და პამელა კოფლერი. WestEnd Films ფილმს ევროპის კინობაზრობაზე წარუდგენს.