კინო
13 Feb
ჯილიან ანდერსონის დებიუტი საშინელებათა ჟანრში: გამოქვეყნდა ფილმის "თინეიჯერული სექსი და სიკვდილი მიაზმას ბანაკში" პირველი კადრები
მსახიობი ჯილიან ანდერსონი, რომელიც ცნობილია მრავალი საკულტო როლით, პირველად გამოჩნდება საშინელებათა ფილმში სახელწოდებით "თინეიჯერული სექსი და სიკვდილი მიაზმას ბანაკში". ფილმის პირველი კადრები უკვე გამოქვეყნდა, პრემიერა კი 7 აგვისტოსაა დაგეგმილი. ჯეინ შონბრუნის რეჟისორობით გადაღებული ეს ნამუშევარი შეეხება ტრანს იდენტობისა და ქვიარ საშინელებათა თემებს.