„პიცა ჰატმა“ ახლახან განაცხადა, რომ მისი დაახლოებით 250 ობიექტი მალე სამუდამოდ დაიხურება. Restaurant Dive-ის ცნობით, არაპროდუქტიული ობიექტები „პიცა ჰატის“ ამერიკული ქსელის დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენს. თუმცა, სიტუაცია ცოტათი რთულდება. „იამ!“-მა (Yum!), „პიცა ჰატის“ მშობელმა ბრენდმა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გაგვაფრთხილა, რომ „პიცა ჰატის“ ბრენდის მდგომარეობა ისეთი კარგი აღარ იყო, როგორიც ოდესღაც იყო. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო „პიცა ჰატისთვის სტრატეგიული ვარიანტების ფორმალური განხილვა“, მათ შორის შესაძლო გაყიდვის საკითხიც. მოახლოებული დახურვის შესახებ ინფორმაცია გუშინდელ მოგების ანგარიშზე გამოცხადდა, თუმცა ოთხშაბათს დამატებითი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, გარდა იმისა, რომ „იამ!“ მიმდინარე წელს განხილვის დასრულებას ელის. ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური სია, თუ კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება. იმედია, „პიცა ჰატის“ დარჩენილი ბუფეტები არ დაიხურება, როგორიცაა ჰავაის, ნიუ ჰემფშირის, ტენესის, ფლორიდის, ოჰაიოს, ილინოისის, მისურის, კალიფორნიისა და რამდენიმე სხვა შტატში არსებული. აღნიშნული ბუფეტების რეკლამირება არ ხდება, მათი პოვნა მხოლოდ ზეპირი გზით ან ინტერნეტით არის შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც 250 არაპროდუქტიული „პიცა ჰატის“ ობიექტის დახურვა მოხდება, „იამ!“-ის საკუთრებაში კვლავ დარჩება დაახლოებით 8 000 „პიცა ჰატის“ რესტორანი ამერიკის მასშტაბით. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 250 ობიექტის დახურვა ბევრად ჟღერს, ეს ბრენდის დარჩენილი ქსელის ფონზე „ზღვაში წვეთია“. All The Menus-ის ცნობით, დიდი ზომის პეპერონის პიცა ერთ-ერთი ყველაზე შეკვეთადი პროდუქტია. „პიცა ჰატმა“ ათწლეულების განმავლობაში სახელი გაითქვა თავისი „ხორცის მოყვარულთა პიცითაც“ (Meat Lover’s Pizza). რა თქმა უნდა, არის არა-პიცის ვარიანტებიც, როგორიცაა ყველის ჩხირები (Cheese Sticks) და მათი თანამშრომლობით შექმნილი Cinnabon Mini Rolls, რომელიც ტკბილი დესერტის მოყვარულთა ფავორიტია.