ბიზნესი
08 Feb
„პიცა ჰატი“ აშშ-ში დაახლოებით 250 რესტორანს სამუდამოდ დახურავს
„პიცა ჰატმა“ განაცხადა, რომ აშშ-ში დაახლოებით 250 არაპროდუქტიულ რესტორანს სამუდამოდ დახურავს, რაც მისი ამერიკული ქსელის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მშობელმა კომპანია „იამ!“ (Yum!)-მა სტრატეგიული გადახედვის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გააფრთხილა და მიმდინარე წელს პროცესის დასრულებას ელის. დახურვის შემდეგაც კი, „პიცა ჰატს“ აშშ-ში დაახლოებით 8 000 რესტორანი დარჩება.