კინო
12 Feb
„F1: The Movie“: როგორ შექმნა ოსკარზე ნომინირებულმა ალ ნელსონმა ფორმულა 1-ის ადრენალინი, რომელსაც ძვლებში გრძნობთ
ოსკარზე ნომინირებულმა ხმის რედაქტორმა ალ ნელსონმა, ფილმისთვის „F1: The Movie“, ფორმულა 1-ის რბოლის უნიკალური გამოცდილების ხელახლა შექმნა შეძლო. ის ტრასაზე მიკროფონებით დაცოცავდა, ლუის ჰემილტონის დახმარებით „მერსედესის“ ბოქსებშიც შევიდა და სხვადასხვა ძრავის ნიუანსები გაითვალისწინა, რათა მაყურებელს რბოლის ინტენსივობა ძვლებში ეგრძნო. ნელსონი და მისი გუნდი წლევანდელ ოსკარზე საუკეთესო ხმის კატეგორიაში არიან ნომინირებულნი.