კინო მიმოხილვა
15 Feb
„ჩემი საკუთარი შვილი“: მაიტე ალბერდის ახალი ფილმი დედობის შეშლილ სურვილზე და ფაქტის გაბუნდოვნებაზე
ჩილელი რეჟისორი მაიტე ალბერდი, ცნობილი თავისი დოკუმენტური ნამუშევრებით, ახალი ფილმით „ჩემი საკუთარი შვილი“ (Un hijo propio) ბრუნდება, სადაც ოსტატურად აბუნდოვნებს რეალობასა და ფიქციას შორის საზღვრებს. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, ალეხანდრას (ანა სელესტე მონტალვო პენია) ისტორიას, რომელიც დედობის მწვავე სურვილისა და საზოგადოებრივი წნეხის გამო ორსულობას აყალბებს და სასოწარკვეთილ ზომებს მიმართავს. ეს დოკუ-ფანტასტიკის ჰიბრიდი, რომელიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, აერთიანებს ნამდვილ მონაწილეე