კინო
07 Feb
რობერტ რედფორდის გამორჩეული როლები: „ბაჩ კესიდი და სანდენს ქიდი“ და „აფერა“ – საიდუმლო, რომელსაც პოლ ნიუმანი და ჯორჯ როი ჰილი ჰქვია
რობერტ რედფორდის 60-წლიანი შთამბეჭდავი კარიერა მრავალ შესანიშნავ როლს ითვლის, თუმცა მსახიობი განსაკუთრებით ორ ფილმს გამოარჩევდა: „ბაჩ კესიდი და სანდენს ქიდი“ და „აფერა“. ორივე ამ კლასიკურ ნამუშევარს აერთიანებს ის ფაქტი, რომ მათში რედფორდის პარტნიორი იყო პოლ ნიუმანი, ხოლო რეჟისორი – ჯორჯ როი ჰილი. რედფორდი ამ როლების სიყვარულს პირად გამოცდილებას, გართობასა და ფილმების უმაღლეს ხარისხს უკავშირებდა.