კინო
20 Feb
„ჩონჩხები“: Sony Pictures-ი ბრი ლარსონის ახალი საშინელებათა ფილმის უფლებებს იძენს
Sony Pictures-ი ბრი ლარსონის მონაწილეობით საშინელებათა ფილმის, „ჩონჩხების“ (Skeletons), მსოფლიო უფლებებს $25 მილიონად იძენს. პროექტს ჯ.ტ. მოლერი გადაიღებს ბრაიან დაფილდის სცენარით, პროდიუსერობას კი ჯ.ჯ. აბრამსი გაუწევს. ფილმი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მშობლების, განსაკუთრებით კი დედის შემზარავ საიდუმლოს აღმოაჩენს. ლარსონი სწორედ ამ დედის როლს შეასრულებს.