კინო
21 Feb
განმეორება, როგორც ხელოვნება: ჰონგ სანგ-სუ და „დღე, როდესაც ის ბრუნდება“
კორეელი რეჟისორის, ჰონგ სანგ-სუს შემოქმედება ხშირად განიხილება „განმეორების“ კონტექსტში, რაც მისი თემატური და ფორმალური ფიქსაციების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ამას ხშირად ბრალდებად უთვლიან, რეჟისორი განმეორებას თავისი მხატვრული ხელწერის სტრუქტურულ პრინციპად იყენებს. მისი უახლესი ნამუშევარი, „დღე, როდესაც ის ბრუნდება“, სწორედ ამ თემას იკვლევს მსახიობის ცხოვრებისა და ინტერვიუების მეშვეობით, სადაც ჰონგ სანგ-სუსთვის დამახასიათებელი სტილი ახალ ელფერს იძენს და მაყურებელს მოულოდნელ პერს