თამაშები
27 Feb
World of Warcraft: Midnight - დეველოპერები გაფართოების სიახლეებზე საუბრობენ და მთავარ დეტალებს ასახელებენ
World of Warcraft-ის „The Worldsoul Saga“-ს მეორე ნაწილი, გაფართოება „Midnight“, რამდენიმე დღეში გამოდის და ის თამაშში მნიშვნელოვან ცვლილებებს გვპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგიის შუა ნაწილია, დეველოპერები ირწმუნებიან, რომ „Midnight“ დამოუკიდებელია. „ScreenRant“-მა გაფართოებაზე მომუშავე დეველოპერებთან ისაუბრა – პოლ კუბიტთან, დილან ბარკერთან, ჯეიკ შილანთან და კიმ ფლეკთან. მათ მოუთხრეს მოთამაშეთა საცხოვრისის („player housing“) დამატებაზე, დანამატების („add-ons“) მართვის ცვლილებებზე, ახალ „Pr