გარემო და საზოგადოება
10 Feb
„შემაწუხებელი დათვი“: პოლარული დათვები, ადამიანები და კლიმატის ცვლილება ჩერჩილში
კანადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ჩერჩილი, მსოფლიოს „პოლარული დათვების დედაქალაქის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ამ უდიდესი მტაცებლების არსებობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. გაბრიელა ოსლო ვანდენისა და ჯეკ ვაისმანის დოკუმენტური ფილმი „შემაწუხებელი დათვი“ იკვლევს კლიმატის ცვლილებით გამწვავებულ კონფლიქტს ადამიანებსა და პოლარულ დათვებს შორის. ის გვიჩვენებს, თუ როგორ ებრძვიან ადგილობრივები, განსაკუთრებით ინუიტები, მტაცებლებს, ხოლო ტურისტები აღფრთოვანებული არიან მათით. ფილმი ამძაფრებს კითხვას მდგრადობის