პაკ ჩან-უკი კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ დაინიშნა
ცნობილი სამხრეთ კორეელი რეჟისორი პაკ ჩან-უკი, ფილმების „ოლდბოი“, „მოახლე“ და „არჩევანის გარეშე“ ავტორი, კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. ის ისტორიაში პირველი კორეელი რეჟისორია, რომელიც ამ პრესტიჟულ თანამდებობას დაიკავებს და სწორედ მისი ჟიური გამოავლენს წლევანდელი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელს.