სერიალების ანალიზი
11 Feb
Mindhunter: სერიალი, რომელმაც ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრი თავდაყირა დააყენა
Netflix-ის სერიალი „Mindhunter“, რომელიც 2017 წელს დაიწყო და ორ სეზონს გაგრძელდა, არამხატვრულ წიგნზე „Mindhunter: Inside the FBI's Elite Serial Crime Unit“ არის დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი თავისთავად შესანიშნავი ფსიქოლოგიური თრილერი იყო, მან გენიალურად მოახდინა ჟანრისთვის დამახასიათებელი კლიშეების დეკონსტრუქცია. ის ეჭვქვეშ აყენებდა კრიმინალური ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბების პროცესს და გვიჩვენებდა FBI-ის აგენტების მცდელობებს, გაეგოთ სერიული მკვლელების გონება, ხშირად