ტეილორ შერიდანის ახალი სერიალის, The Madison-ის ტრეილერი გამოვიდა: მიშელ პფაიფერი და კურტ რასელი მთავარ როლებში
Paramount+-მა ტეილორ შერიდანის ახალი დრამის, „The Madison“-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს მიშელ პფაიფერი და კურტ რასელი ასრულებენ. სერიალი მოგვითხრობს შეძლებულ ოჯახზე, კლაიბურნებზე, რომლებიც გამანადგურებელი ტრაგედიის შემდეგ მანჰეტენიდან მონტანას ველებზე გადადიან, რათა მწუხარების ფონზე ცხოვრება თავიდან დაიწყონ. სერიალის პრემიერა 14 მარტს შედგება.