CPH:DOX ინდუსტრიული პროგრამის დეტალებს აქვეყნებს: მედია სუვერენიტეტიდან ხელოვნურ ინტელექტამდე
კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალმა CPH:DOX თავისი ინდუსტრიული პროგრამის – CPH:Industry-ის დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც 16-19 მარტს დანიის დედაქალაქში გაიმართება. პროგრამა ფოკუსირებული იქნება „სიმართლის ინფრასტრუქტურის“ განხილვაზე პოლიტიკური ზეწოლის, პლატფორმების ძალაუფლებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედია სუვერენიტეტს, დამოუკიდებელი ხმებისთვის „უსაფრთხო თავშესაფრების“ შექმნას, კონგლომერატების ძალაუფლების გამოწვევას და ხელოვ